პრომოკოდების გამოყენების ინსტრუქცია
პრომოკოდები გახლავთ სპეციალური კოდები კონკრეტული პროდუქტების ფასდაკლებით შესაძენად, რომლებიც მხოლოდ საიტზე არის განთავსებული და არ გვხვდება ბეჭდურ ან ციფრულ ბროშურაში. ფასდაკლებული პროდუქტები ახლდება ყოველკამპანიურად და მათი ნახვა შესაძლებელია „პრომოკოდების“ გვერდზე. ჩამოთვლილ პროდუქტებს მინიჭებული აქვს სპეციალური კოდი მაგ.: FRAGRANCE06; FACE07; ACCES04 და ა.შ. რომლებიც ვალიდურია მხოლოდ მიმდინარე კამპანიაში.
პრომოკოდებით სარგელობა შეუძლია ყველას! ამისთვის საჭიროა საიტზე გაიაროთ ავტორიზაცია „მომხმარებლის“ სტატუსით და ჩაყაროთ მინიმუმ 30 ლარის პროდუქცია კალათაში, სადაც პროდუქტების ჩამონათვალის ქვეშ შეგეძლებათ შეიყვანოთ კონკრეტული პროდუქტის პრომოკოდი გრაფაში „მიუთითეთ პომოკოდი“ და დააჭიროთ ღილაკს „დასტური“. შეგახსენებთ რომ ერთ დახარჯულ 30 ლარზე შესაძლებელია ერთი პრომოკოდის შეძენა. „შენ აკმაყოფილებ პირობას!“ გახლავთ დასტური იმისა, რომ პროდუქტი წარმატებით დაემატა კალათაში სპეციალურ ანუ დაკლებულ ფასად, რის შემდეგაც შეგიძლიათ გააგრძელოთ შოპინგი ან გაუგზავნოთ შეკვეთა თქვენს წარმომადგენელს.
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს ნომერზე: +995 32 2 508 508
იხილეთ ასევე: „მხოლოდ ონლაინ!“