საქველმოქმედო პროდუქტები
კომპანიის ისტორია
კომპანია AVON-მა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ 1886 წელს, გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი- პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღესდღეობით AVON არის მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ დანერგა და განავითარა პირდაპირი გაყიდვების სისტემა. ქალბატონებისათვის პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შეთავაზება სავაჭრო აგენტების შუამავლობით გაჩნდა იმ პერიოდში, როდესაც დევიდი მუშაობდა კომივოიაჟორად ჩიკაგოს ერთერთ გამომცემლობაში. თავის კლიენტ ქალბატონებს დევიდი წიგნის შეძენისთვის საჩუქრად აძლევდა სუნამოს პატარა ფლაკონს. ეს პატარა საჩუქარი იმდენად პოპულარული გახდა მის კლიენტებს შორის, რომ დევიდი დაფიქრდა: "სინამდვილეში რას ელიან მისგან ქალბატონები: წიგნს თუ სუნამოს ახალ არომატს?" დევიდ მაკკონელიმ გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა დაინახა პარფიუმერიაში და წიგნები წარსულად იქცა მის ცხოვრებაში. სწორედ ასე 1886 წელს ჩამოყალიბდა კომპანია California Perfume. .
|
|
"კალიფორნიის პარფიუმერული კომპანიის" პირდაპირი გაყიდვების უნიკალური სტრუქტურის შექმნის საავტორო უფლება ეკუთვნის კომპანიის პირველ თანამშრომელს, მისის პერსის ფოსტერ იმს ალბის. სწორედ იგი მიხვდა, რომ ქალები მშვენივრად გაუმკლავდებიან სავაჭრო აგენტების როლს მეგობრების, მეზობლებისა თუ ნათესავებისათვის პერფიუმერიის შეთავაზების გზით. ქალბატონებმა ხომ ყველაზე უკეთ იციან ერთმანეთის მოთხოვნილებები და სურვილები. ეს იყო ურთიერთობის, შემოსავლის მიღების და თვითრეალიზების შესაძლებლობა, რომელსაც სთავაზობდა კომპანია ქალებს და შესაბამისად ეს იყო ჭეშმარიტად რევოლუციური გადაწყვეტილება, რადგანაც მე-19 საუკუნეში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. ეს იყო ფანტასტიური იდეა, რომელიც საშუალებას აძლევდა დასაქმებულ ქალს, წარმატებით შეეთავსებინა სამსახური და ოჯახური ვალდებულებები. ნებისმიერ ქალს შეეძლო გამხდარიყო "კალიფორნიის პარფიუმერული კომპანიის" სავაჭრო აგენტი. ერთადერთი სამუშაო პირობა იყო ის, რომ მათ უნდა შეეთავაზებინათ პროდუქცია მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც მას იცნობდნენ. ასეთი გზით ქალბატონები იხვეჭდნენ ნდობას ადგილობრივ კლიენტებს შორის.
|
ვარდისფერი ოქტომბერი
კომპანია Avon-ი უკვე 30 წელის იბრძვის მსოფლიოს მასშტაბით ძუძუს კიბოს წინააღმდეგ 70-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ბრენდია წარმოდგენილი. ქალების გაძლიერება, მათი მხარდაჭერა და ჯანმრთელობის დაცვა კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია. ძუძუს კიბო კი სამწუხაროდ ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში და დროთა განმავლობაში მისი ასაკი უფრო და უფრო ახალგაზრდავდება.
"ეივონ საქართველო" უკვე 10 წელზე მეტია აქტიურადაა ჩართული ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში. განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ყველაზე გამორჩეული გახდათ გასული წლის „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ჩატარებული უპრეცედენტოდ მასშტაბური კამპანია, სადაც 50 000 დოლარით დავაფინანსეთ 1100-მდე ქალის გამოკვლევები ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ 10 დიდ ქალაქში, სადაც სახელმწიფო სკრინინგ პროგრამა არ ფუნქციონირებს.
2019 წლიდან კი „ევროპა დონა საქართველოსა“ და მის პრეზიდენტ ანა მაზანიშვილთან ერთად ვუძღვებით „ვარდისფერ სივრცეს“. ეს არის პირველი და უნიკალური, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ცენტრი ონკო-პაციენტებისთვის, სადაც ყოფილი პაციენტები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ახლა მათ უზიარებენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. სწორედ ამიტომ სივრცეს ხშირად ასე უწოდებენ "პაციენტები - პაციენტებისთვის".
„ვარდისფერ სივრცეში" მისულ ნებისმიერ ადამიანს სრულიად უფასოდ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს არტ თერაპიის კურსებს, ხელსაქმეს, ცეკვას, ინგლისურის კურსებსა თუ სხვა. ამ ვერაგ დაავადებასთან ბრძოლის პროცესში ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ხშირად შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ამიტომ სივრცის მისიაა გარდა საინფორმაციო მხარდაჭერისა, პაციენტებს დაეხმაროს, დაძლიონ დიაგნოზით გამოწვეული სტრესი და გაძლიერდნენ.
Avon-ის „ვარდისფერი ლენტის“ საქველმოქმედო ფონდში პროდუქტების გაყიდვებიდან შემოსული თანხის 100% სრულად ხმარდება სივრცის დაფინანსებას. გვეამაყება ის ფაქტიც, რომ სივრცის მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად არცერთი წამით არ შეგვიწყვიტავს და კვლავ ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე.