Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

UNFPA და AVON საქართველო თანამშრომლობას აგრძელებს

AVON-მა გაეროს მოსახლეობის ფონდთან მორიგი მემორანდუმი გააფორმა


2023 წლის 17 თებერვალს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ დირექტორმა ანა ცხადაძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთწლიან თანამშრომლობას, რომლის განმავლობაში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარში სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური დახმარება, თავშესაფრის საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვა და ა.შ. კამპანიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სოციალური ჩართულობის გაზრდას.

საერთაშორისო კომპანია “ეივონი”, რომელიც საქართველოს ბაზარზე წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს ათ წელზე მეტია ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს ქალების სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად. კომპანიის ბიზნეს მოდელი თავის თავში გულისხმობს ქალების გაძლიერებას და მათი ფინანსური დამოუკიდებლობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ 10 წლის წინ დააარსა „ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი“ რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს, 2020 წელს კი სწორედ UNFPA-სთან ერთად საფუძველი ჩაუყარა მორიგ საქველმოქმედო მიმართულებას გენდერულ საკითხებზე სამუშაოდ.

 

მიმდინარე კამპანიის ფარგლებში „ეივონ საქართველომ“ თებერვლიდან გაყიდვაში ჩაუშვა სპეციალურად საქველმოქმედო მიზნით წარმოებული კოსმეტიკური პროდუქტები და აქსესუარები, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად ირიცხება „ეივონ საქართველოს“ საქველმოქმედო ფონდში და ხმარდება პროექტით გათვალისწინებულ მიზნებს.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]