გამოქვეყნებულია: 17.05.2023
თამარ ბასილაძე ANEW-ს ახალი თვალის კრემის შესახებ
AVON-ის კანის მოვლის ექსპერტი - თამარ ბასილაძე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს


დავიწყოთ იმით, თუ რას წარმოადგენს და რისთვის შეიქმნა Anew-ს ახალი თვალის კრემი „განახლების ძალა“ ?
Avon-ის თვალის კრემი, შეიქმნა იმისათვის რათა კანს დაუბრუნოს ახალგაზრდული იერი, მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭების შევსებითა და შემცირებით. თვალის კრემი გახლავთ Anew-ს №1 შრატის იდეალური მეწყვილე და რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ არის ის, რომ ორივე პროდუქტი შეიცავს Avon-ის მსოფლიო ექსკლუზიურ ამონომჟავას - პროტინოლს - Protinol™. მოგეხსენებათ ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს წლების მანძილზე დაკარგული კოლაგენის აღდგენას და სულ რაღაც შვიდ დღეში შეგვიძლია შედეგის ნახვა. პროდუქტები დამატებით იყენებს სინათლის დიფუზიის ტექნოლოგიას თვალის ქვეშ არსებული ნაკლოვანებების მყისიერი გაუმჯობესებისთვის.
რა ბენეფიტებით გამოირჩევა პროდუქტი თვალის გარშემო კანისთვის?
თვალის კრემი „განახლების ძალა“ მყისიერად ამცირებს და ანათებს თვალის მთელს მიდამოს, ის ასევე ამცირებს შეშუპებას თვალის გარშემო და ამშვიდებს მთლიან ფართობს. ბუნებრივია პროდუქტში შემავალი ინგრედიენტები ატენიანებს კანს და დროთა განმავლობაში ამცირებს მიმიკურ და ასაკობრივ ნაოჭებს.

უკვე ვიყენებ ANEW-ს შრატს? მჭირდება თუ არა ცალკე თვალის კრემის გამოყენება?
თვალის კრემი და შრატი შექმნილია სხვადასხვა მიზნისთვის შესაბამისად ისინი პარალელურ გამოყენებას არ გამორიცხავს, მეტიც, მიჩნევა რომ როგორც ზოგადად შრატი და კრემი - მით უფრო ერთი და იგივე ტექნოლოგიით შექმნილი - იდეალურ კომპანაციას ქმნის და მათი პარალელური გამოყენება საუკეთესო შედეგის მიღების გარანტია.
არის თუ არა საშუალება განკუთვნილი ყველა ტიპის კანისთვის?
ნამდვილად ასეა, Anew-ს თვალის კრემი ყველა ტიპის და ფერის კანისთვის მისაღებია. მიჩნეულია, რომ პროტინოლს კიდევ უფრო უკეთესი შედეგი მოაქვს კანისთვის და ნაოჭებისთვის ვიდრე მაგალითაფ რეტინოლს, რომელსაც ზოგი კანისთვის გამაღიზიანებელი ეფექტიც აქვს.
როგორ მუშაობს პროტინოლი (Protinol™)?
პროტინოლი აღადგენს 1-ლი და მე-3 ტიპის კოლაგენს და აახლოებს ბავშვის კანში არსებულ ოპტიმალურ თანაფარდობასთან. პროტინოლის ტექნოლოგია არის მსოფლიოში ექსკლუზიური ინგრედიენტი, რომელიც შექმნილი და დაპატენტებულია Avon-ის მიერ. პროტინოლი მიიჩნევა Avon-ის კანის მოვლის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან აღმოჩენად დღემდე.

რას ნიშნავს „ბავშვის“ კოლაგენი და რით განსხვავდება ის სხვა ტიპის კოლაგენისგან?
კოლაგენი პასუხისმგებელია კანის სიმკვრივესა და ელასტიურობაზე, ასევე იმ შეუდარებელ ტექსტურაზე რომელიც ბავშვის კანს გააჩნია. ის შეადგენს კანის 80%-ს და შესაბამისად, არის ყველაზე კრიტიკული სტრუქტურული ცილა თქვენს კანში. მე-3 ტიპის კოლაგენი (სხვაგვარად ცნობილი როგორც "ბავშვის კოლაგენი", ჩვილის კანში მისი არსებობის გამო) უზრუნველყოფს სივრცეს, რომელსაც კოლაგენი 1 უკავშირდება. ამ ორივე ტიპს სჭირდება ერთმანეთი ეფექტური ფუნქციონირებისთვის, თუმცა Avon-ის მიერ Protinol™-ის აღმოჩენამდე, მხოლოდ კოლაგენი 1 იყო ეფექტურად აღდგენილი კანის ადგილობრივი მოვლის საშუალებებით.
აქვს თუ არა გავლილი ტესტირება თვალის კრემს?
პროდუქტი გამოსცადა კლინიკური და ესთეტიკური დერმატოლოგიის ცნობილმა ლონდონელმა ექსპერტმა - დოქტორ ზოია დივანმა, საკუთარ პაციენტებზე. მონაწილეებმა შეამჩნიეს მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭების 10%-და 52%-მდე შემცირება და ეს სულ რაღაც შვიდ დღეში.

რითი განსხვავდება Anew-ს თვალის კრემი „განახლების ძალა“ (New Anew Renewal Power Eye Cream) Anew-ს ორმაგი კოლაგენის თვალის კრემთან (Anew Sensitive+ Dual Collagen Eye Cream)?
თვალის კრემი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს გააძლიეროს Anew-ს №1 შრატის ეფექტი და ამ მხრივ უზრუნველყოს თვალის გარშემო კანზე მიზანმიმართული ზრუნვა. რაც შეეხება „სენსითივ+“ თვალის კრემს, ის შეიქმნა სპეციალურად სენსიტიური კანისთვის, რომელიც მყისიერად აღმოფხვრის სიმშრალეს და დაჭიმულობას, და ამშვიდებს თვალის მიდამოს.
ვინ არის Anew-ს თვალის კრემის ძირითადი მომხმარებელი?
პროდუქტი განკუთვნილია მათთვის ვისაც უნდა მიიღოს გლუვი, მკვრივი და ნათელი კანი თვალის გარშემო, ასევე მათთვის ვინც იყენებს Anew-ს შრატს სახის განახლებისთვის და ეძებს მსგავსი ეფექტის მქონე საშუალებას დელიკატური კანისთვის თვალის გარშემო.
როგორ შემიძლია ANEW-ს ახალი თვალის კრემის ყიდვა?
Avon-ის წარმომადგენელთან ან საიტზე. თუ არ გყავღ წარმომადგენელი მოგვწერეთ ნებისმიერი სოციალური მედიის პირდაპირ მესიჯებში და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.