Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

შეხვედრა წლის ყველაზე წარმატებულ წარმომადგენლებთან

19 იანვარს, AVON საქართველო TOP წარმომადგენლებს შეხვდა

 

გასულ ხუთშაბათს "შერატონ მეტეხი პალასის" საკონფერენციო დარბაზი იმ ქალბატონებით გაივსო, რომლებმაც 2022 წლის განმავლობაში თავიანთი საქმიანობა "ეივონს" მიუძღვნეს. ღონისძიებაზე მოწვეული იყო 100 ბრილიანტის სტატუსის მქონე წარმომადგენელი მაქსიმალური გაყიდვების მიხედვით აბსოლუტში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბრენდ ამბასადორი ირინა ონაშვილი, ბიზნესის განვითარების მენეჯერები, კომპანიის დირექტორი ანა ცხადაძე და მმართველი გუნდის წევრები. წარმომადგენელთა შეხვედრაზე პირველად წარსდგა უკრაინისა და საქართველოს გენერალური მენეჯერი ვოლოდიმირ ნეფედოვი.

შეხვედრის მიზანი იყო წლის მიღწევების შეჯამება და საუკეთესო ბიზნეს პარტნიორების გამოვლენა. მმართველი გუნდის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს ასევე გაუზიარეს პირველი კვარტლის მხარდაჭერა, ახალი საქველმოქმედო პროექტები და სხვა საინტერესო სიახლეები. სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ პირველად მოესინჯათ თებერვლის ახალი არომატი TTA ხაზიდან "Eve Become" და მარტის ინოვაციური ტუჩსაცხი "Hydramatic".

კონფერენცია ტრადიციულად უზარმაზარი ტორტის გაჭრით და ზეიმით დაგვირგვინდა.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]