Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

N1 ოქროს ბრენდი - AVON საქართველო

Avon საქართველო - N1 "ოქროს ბრენდის" მფლობელი სილამაზის კატეგორიაში უკვე მეხუთედ გახდა!

 

2023 წლის 24 ივნისს სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში Global Idea-სა და The FINANCIAL-ის ორგანიზებით, ბიზნესის ოსკარად წოდებული ნომერ პირველი ოქროს ბრენდების რიგით მე -18 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ოქროს ბრენდი არის მთავარი ჯილდო საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას.

ოქროს ბრენდის ღირებულება შეუფასებელია. ის ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები.

AVON-ისთვის "ოქროს ბრენდის" ჯილდოს მოპოვება ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ბრენდის ძლიერი იმიჯი და რეპუტაცია ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ძალიან თანმიმდევრული მიდგომა მომხმარებელს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი - შეუდარებელ ფასად და პრემიუმ მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენი წარმომადგენლისა და მომხმარებლის საჭიროებებს. ჩვენი მთავარი მიზანი უწყვეტი ზრდა და განვითარებაა, რომელსაც ინოვაციური პროდუქტების შექმნით, უპრეცედენტო კორპორატიული და სოციალური პროექტების განხორციელებით, მიწოდების უახლესი მეთოდებითა და სხვა მრავალი მიღწევით ვახორციელებთ.

ვულოცავთ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ყველა ბიზნეს პარტნიორს და ყველა წარმომადგენელს მთელი საქართველოს მასშტაბით ამ საამაყო გამარჯვებას. უდიდესი და შეუცვლელია "ეივონის" წარმომადგენლის წვლილი კომპანიის 15 წლიანი ისტორიის შექმნაში ქართულ ბაზარზე. ამის შედეგია ის, რომ AVON საქართველო არ წყვეტს წინსვლასა და განვითარებას და უკვე წლებია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას სილამაზის ინდუსტრიაში.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]