Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

მირიან ჯუღელის ბლოგი

 

ალბათ არავისთვის არის სიახლე ის ფაქტი, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის ჩამდენი კაცი უფრო მეტია ვიდრე ქალი, შესაბამისად კაცებს ბევრად მეტი დაფიქრება გვმართებს იმაზე, თუ როგორ აღმოვფხვრათ იგი და უფრო მეტი ქმედებაც.

ჩემთვის, როგორც ორი შვილის მამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, როგორც მათი ოცნებების ასრულება, ასევე ისეთი გარემოს შექმნა, სადაც გენდერული ნიშნით ძალადობა არ იარსებებს. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ შევქმენით კამპანია „კაცები ზრუნავენ“.

თუმცა, ამჟამინდელი რეალობა სამწუხაროა, „ჩემს გარშემო ეს არ ხდება“ გამართლება არ არის. სტატისტიკა საგანგაშოა, ისტორიები შემზარავი და შედეგები დამანგრეველი. ძალიან დიდი ხანია, ამ საკითხის მოგვარების ტვირთი არაპროპორციულად ქალებს ეკისრებათ. თუმცა, დროა კაცებმა გავაცნობიეროთ ჩვენი როლი ამ პრობლემის გადაჭრაში. მამებს და განსაკუთრებით გოგოების მამებს, არამხოლოდ მათი დაცვის პასუხისმგებლობა გვეკისრება, არამედ იმ კულტურული გარემოს შეცვლა, რომელშიც მათ უნდა იცხოვრონ. ჩვენ არ უნდა ვფიქრობდით იმაზე, თუ რომელ საბრძოლო ხელოვნებაზე შევიყვანთ ჩვენს გოგოებს, რათა როცა გაიზრდებიან თავის დაცვა შეძლონ, არამედ ჩვენს ბიჭებს უნდა ვესაუბროთ, რომ არ იძალადონ.

გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლა მოითხოვს ჩვენი, როგორც მამების როლის გადააზრებას. ის იწყება იმ მკაცრი რეალობის აღიარებით, რომელსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. ეს არის სასტიკი სიმართლე, რომელიც მოითხოვს ჩვენს ყურადღებას და ქმედებას. ჩვენ პირველ რიგში საკუთარი თავები უნდა გავანათლოთ ამ პრობლემის სისტემატიური ხასიათის შესახებ და იმ გამოცდილების შესახებ, რასაც მსხვერპლი გადის. ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის პირველი ნაბიჯი არის აღიარება იმისა, რომ პრობლემა გვაქვს. ეს განათლება არ უნდა იყოს პასიური მოსმენა და მიღება, არამედ პროაქტიული ნაბიჯები ჩვენი მოსაზრებების და შედეგად საზოგადოებრივი ნორმების შესაცვლელად.

მამებს ძალიან დიდი გავლენა გვაქვს ჩვენს ოჯახებზე და შვილებზე. შესაბამისად, ეს ცვლილება ჩვენი ოჯახებიდან უნდა დავიწყოთ, სადაც ღიად ვისაუბრებთ ამ საკითხზე, სადაც თანაბრად გადავინაწილებთ პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს და სადაც ჩვენს შვილებს ჩვენივე ქმედებებით მივცემთ მაგალითს.

თუმცა, ჩვენი გავლენა უნდა გასცდეს ჩვენს ოჯახებს. კაცები უნდა ჩავერთოთ აქტიურ დისკუსიაში ძალადობის წინააღმდეგ. ეს დიალოგი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მისი დაგმობით, არამედ ის უნდა იყოს ქცევების გადააზრების, ჯანსაღი ურთიერთობების და ძალადობის საზიანო შედეგების შესახებ. კაცები უნდა გავხდეთ ძალადობის წინააღმდეგ მოძრაობის ნაწილი. ჩვენ მხარდამხარ უნდა დავუდგეთ ქალებს და მათ ბრძოლას სიმართლის, სამართლის და უსაფრთხოების მიღწევაში. ჩვენ უნდა შევუერთდეთ მათ მოწოდებებს, მხარი დავუჭიროთ პოლიტიკის გამკაცრებას და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემას. ჩვენი სოლიდარობა არ უნდა იყოს სიმბოლური, ის უნდა იყოს ამ ძალადობის ხელშემწყობი დუმილის დარღვევისკენ მიმართული. ჩვენი გოგო შვილები იმსახურებენ ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც არ ეშინიათ და ჩვენი ბიჭი შვილები იმსახურებენ ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც ემპათია წონის დომინაციას.

მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ეს კოლექტიური, თითოეული ჩვენთაგანის ბრძოლაა და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ რომ კაცებს, განსაკუთრებით მამებს უდიდესი როლი გვაქვს გენდერული ნიშნით ძალადობის დაძლევაში, მით უფრო მალე აღმოვფხვრით ამ ძალიან მავნე პრობლემას.

ტექსტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს AVON-ის და UNFPA-ს პოზიციას.

ბლოგების სერია მომზადდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, AVON-ის და UNFPA-ს თანამშრომლობით.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]