Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

მაკიაჟის მანიპულაცია - 16 დღიანი კვლევა "აქტივიზმის 16 დღის" ფარგლებში

ყოველ ხუთ ქალში ერთი (20%) აცხადებს, რომ პარტნიორი მაკიაჟს უკონტროლებს, ხოლო ყოველი ექვსი ქალიდან ერთმა (15%) განაცხადა, რომ გამოუყენებია მაკიაჟი პარტნიორის მიერ მიყენებული ფიზიკური ტრავმის დასამალად.

„16 დღიანი აქტივიზმის“ კამპანიის ფარგლებში AVON-მა ჩაატარა სოციალური კვლევა, რომელიც ასახავს 7,173 ქალის გამოცდილებას და იკვლევს იმას, თუ რამდენად განიცდიან ქალები იძულებით კონტროლს მამაკაცი პარტნიორის მხრიდან გარეგნობის მანიპულირების გზით.

ახალი კვლევის თანახმად ქალების მეხუთედი (20%) აცხადებს, რომ მათ პარტნიორს გავლენა აქვს იმაზე, გაიკეთებენ თუ არა ისინი მაკიაჟს, ხოლო იგივე რაოდენობა ამბობს, რომ მათი პარტნიორი აკონტროლებს რა რაოდენობით მაკიაჟს მოიხმარენ. ამ უკანასკნელზე ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 25-34 წლის ასაკობრივ პერიოდში (30%). შემაძრწუნებელია ის ფაქტიც, რომ ექვსი ქალიდან ერთმა (15%) გამოიყენა მაკიაჟი პარტნიორის მიერ მიყენებული ტრავმის დასამალად.

გამოკითხულ ქალთა ორი მეხუთედი (39%) შეესწრო პარტნიორის კონტროლს ან გავლენას მათ მეგობარზე და მათგან მეოთხედზე მეტმა (27%) განაცხადა, რომ არანაირი ზომები არ მიუღია ამასთან დაკავშირებით, რადგან არ მიიჩნიეს, რომ ეს მათი საქმეა. საერთო ჯამში, კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ქალებმა შეძლონ ისაუბრონ ძალადობის ამ ფორმაზე, მხარი დაუჭირონ საყვარელ ადამიანების და გააძლიერონ ისინი.

გავლენა და კონტროლი გარეგნობაზე

კვლევა ასევე გვთავაზობს ციფრებს ქალზე კონტროლის სხვა ასპექტებზე, ქალების მეოთხედზე მეტი (26%) ამბობს, რომ მათი პარტნიორი ხშირად ახდენს გავლენას მათ ჩაცმულობაზე. ანალოგიურად, ხუთიდან ერთზე მეტმა ქალმა (21%) განაცხადა, რომ მათი პარტნიორი ხშირად ახდენს გავლენას მათ ვარცხნილობაზე.

ჩვენ მიერ მომზადებული „უკუ-მაკიაჟის ტუტორიალი“ გახლავთ სოციალური ვიდეო, რომელიც ეფუძნება ძალადობას გადარჩენილების რეალურ ისტორიებს და რომლის მიზანია აჩვენოს პარტნიორის მაკონტროლებელი და შეურაცხმყოფელი ქცევა ქალის მიმართ, მისი დამცირებისა და თვითშეფასების გადადგურების მიზნით გარეგნობის სხვადასხვა ასპექტების გამოყენებით. ეს ქცევა ხშირად ფიზიკური ძალადობის ნაწილია ან მისი წინამორბედი.

მაკიაჟის ძალა

მიუხედავად იმისა, რომ მაკიაჟს გამოყენებულია, როგორც დომინირებისა და კონტროლის მექანიზმი, ზოგი ქალისთვის ის ინარჩუნებს პოზიტიურ და გამაძლიერებელ ასპექტებს. ქალების თითქმის ნახევარმა (46%) განაცხადა, რომ მაკიაჟი არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც მათ თავდაჯერებულობას სძენს, უფრო კონკრეტულად, ყოველი მეოთხე (24%) ქალი ამბობს, რომ ტუჩსაცხი აძლიერებს მათ და თითქმის ყოველი მეხუთე (17%) ქალი ყოველდღიურად ატარებს მაკიაჟს.

16 დღიანი კვლევის ძირითადი შედეგები: 

მომზადებულია Red Consultancy-ის მიერ, ოქტომბერი 2023 

ძირითადი სტატისტიკა:

გავლენა, კონტროლი ან შეურაცხყოფა მაკიაჟის გამოყენებასთან დაკავშირებით:

  • ქალების მეხუთედი (20%) აცხადებს, რომ პარტნიორს ჰქონია გავლენა მათ მიერ მაკიაჟის ტარებაზე
  • ალების 20% ამბობს, რომ პარტნიორს უშუალოდ გაუკონტროლებია მათი მაკიაჟი, ასაკობრივი სიხშირე მერყეობს 25-34 წლებს შორის (26%)
  • ექვსიდან ერთმა ქალმა (15%) გამოიყენა მაკიაჟი პარტნიორის მიერ მიყენებული ტრავმის დასამალად

გავლენის ან კონტროლის შესწრება და ინფორმაცია იმაზე თუ სად ვიპოვოთ დახმარება:

  • გამოკითხული ქალების 39% შეესწრო როგორ გააკონტროლა ან გავლენა მოახდინა პარტნიორმა მათი მეგობრის გარეგნობაზე
  • 27% ამბობს, რომ მათ არაფერი უთქვამთ ან არ მიუღიათ ზომები, როდესაც შეესწრნენ პარტნიორის კონტროლს მეგობრის ან ოჯახის წევრის რაჩევანზე, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათი საქმე არ არის
  • ქალების თითქმის ორი მეხუთედი (39%) ამბობს რომ იციან, ვინ უნდა მიმართონ დახმარებისთვის თუ აღმოჩნდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი

გავლენა და კონტროლი გარეგნობის სხვა ასპექტებზე:

  • ქალების მეოთხედზე მეტი (26%) ამბობს, რომ მათ პარტნიორს აქვს გავლენას მათ ტანსაცმელზე
  • ყოველი მეხუთე ქალიდან ერთი (21%) ამბობს, რომ მათი პარტნიორი ხშირად ახდენს გავლენას მათ ვარცხნილობაზე

მაკიაჟის ძალა:

  • ქალების თითქმის ნახევარი (46%) ამბობს, რომ მაკიაჟი არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც მათ თავდაჯერებულად სძენს
  • ყოველი მეოთხე (24%) ქალი ამბობს, რომ ტუჩსაცხი აძლიერებს მათ
  • ყოველი ხუთიდან თითქმის ერთი (17%) ქალი ყოველდღიურად ატარებს მაკიაჟს.

ხსენებული კვლევა ჩატარდა ონლაინ, Censuswide-ის მიერ 7173 ქალის მონაწილეობით (დიდი ბრიტანეთი, იტალია, ფილიპინები, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სამხრეთ აფრიკა) 2023 წლის 14-21 სექტემბერის პერიოდში.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]