Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

გლობალური პროგრესი ქალებისთვის

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით AVON-მა სპეციალური რეპორტი წარადგინა

ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ქალები თავიანთ პოტენციალს სრულად ახორციელებენ, მათ შესაძლებლობა ეძლევათ შექმნან პოზიტიური ცვლილებების ტალღოვანი ეფექტი გარშემომყოფებისთვის, განსაკუთრებით კი სხვა ქალებისთვის. თუმცა გენდერული უთანასწორობა ისევ ჩვენთანაა და ეს აგრძელებს ქალების პოტენციალის ჩახშობას.

ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩაგვეტარებინა კვლევა შვიდ ქვეყანაში, რათა გამოგვეკვლია ქალების გამოცდილება და დამოკიდებულება ფინანსებისა და მუშაობის მიმართ - და ასევე ის, თუ როგორ შეგვიძლია დავამსხვრიოთ ბარიერები.

ჩვენი ბიზნესის ცენტრში წარმომადგენელია - მილიონობით ქალი მთელს მსოფლიოში, რომლებსაც Avon-ის დახმარებით აქვთ საკუთარი საქმე. ჩვენ წარმომადგენლებს ვთავაზობთ თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის ფასზე 20%-დან 40%-მდე ფასდაკლებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის როცა შენ ყიდულობ ტუჩსაცხს, დამატენიანებელს თუ შამპუნს, შენ ეხმარები თვითდასაქმებულ ქალს უკეთესი მომავლის შექმნაში, და ეს ყველაფერი როდია - ჩვენ ყოველწლიურად 100 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციას ვდებთ წარმომადგენლების ტრენინგებსა და აღიარებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა დავეხმაროთ მათ საკუთარი ბიზნესის შექმნასა და ახალი უნარების განვითარებაში.

ქალთა უთანასწორობის ძირითადი სფეროები

კვლევამ* აჩვენა რომ ძირითადი სამი მიმართულება, რომლებშიც

ქალების უთანასწორობას გრძნობენ ესენი:

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს გახადოს „მუშაობა“ მისთვის სასიამოვნო, იქნება ეს თვითდასაქმების გზით თუ საყვარელი საქმის წამოწყებით ნახევარ განაკვეთზე. ადამიანები - და განსაკუთრებით ქალები - ცდილობენ იპოვონ ის, რაც ყველაზე კარგად შეესაბამება მათ მისწრაფებებსა და პრიორიტეტებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს საკუთარი სამეწარმეო ამბიციები, განურჩევლად ბიზნესის მასშტაბისა.

ყოველ ჯერზე, როცა გამიზნულად უჭერ მხარს ქალთა თანაბარ შესაძლებლობებს, ეს ქმნის ტალღოვან ეფექტს, რომელიც მთელს მსოფლიოში იგრძნობა. რა ზომისაც არ უნდა იყოს თქვენი წვლილი, იქნება ეს Avon-ის წარმომადგენლისგან შეძენა, ქალის საკუთრებაში არსებულ ბიზნესზე არჩევანის გაკეთება თუ სოციალური კამპანიაში მონაწილეობა, ყოველი მათგანი გვეხმარება პროგრესის მიღწევაში ქალების თანასწორობისკენ მთელ მსოფლიოში.

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]