გამოქვეყნებულია: 31.08.2023
FAR AWAY BEYOND THE MOON - უახლესი სუნამო AVON-ისგან
![](https://my.avon.ge/mediamarket-ee/14785/far_away__unq_92474389a69542f98acfa5533d508d51.jpg)
31 აგვისტოს „სასტუმრო მუზეუმში“ AVON-მა Click Events-თან ერთად უახლესი სუნამოს - Far Away Beyond The Moon პრეზენტაციას უმასპინძლა. საქართველოს გარდა სუნამოს პრეზენტაცია გაიმართა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ბრენდია წარმოდგენილი.
Far Away Beyond The Moon არის AVON-ის ყველაზე გაყიდვადი "Far Away"-ის ხაზის უახლესი სუნამო, რომელიც ყველაზე საინტერესო და იდუმალი სურნელით გამოირჩევა და მთვარის მისტიურობის აღმოჩენას გვპირდება.
არომატი შექმნილია სურნელოვანი ზეთის მაღალი კონცენტრაციის გამოყენებით, რომელიც ინტენსიურ სურნელს და ხანგრძლივ გამოცდილებას გპირდებათ მთელი ღამის განმავლობაში. არომატი გამოირჩევა მდგრადი და ძლიერი სურნელით. მის გულშია ჰავაის კუნძულებზე, ექსკლუზიური ტექნოლოგიით და მდგრადი წყაროებით მოპოვებული Belle de Nuit მისტიური ღამის ყვავილი, რომელიც სავსე მთვარის ინტენსიურ შუქზე იფურჩქნება. მის რბილ და კრემისებრ სურნელ ერწყმის ველური ალუბლისა და მაყვლის აკორდი, ხოლო შლეიფად მადაგასკარის ვანილის და სანდლის ხის ნოტები დაკრავს, რაც საერთო ჯამში ქმნის ამ ძვირფას და ინტენსიურ არომატს.
Far Away Beyond The Moon შექმნილია Avon-ის პარფიუმერიის სახლის “ჟივოდანის“ წამყვანი პარფიუმერების ჰერნან ფიგოლის, ოლივერ ჟილოტინისა და მერიპიერ ჟულიენის მიერ.
უახლესი კვლევების მიხედვით ყოველი მეხუთე ქალი (19%) სუნამოს „ესკაპიზმის” ნიშნად ატარებს, ჰერნანმა და ოლივერმა სწორედ ამ იდეით გონებაში შექმნეს ეს არომატი, რათა აჩუქონ და გზა გაუხსნან ქალბატონებს ახალი თავგადასავლებისკენ.
სურნელის აღწერისას, პარფიუმერი ჰერნანი ამბობს “Far Away Beyond The Moon შთაგონებულია სავსე მთვარის სილამაზით, რომელიც სრულად მოხიბლულს გტოვებთ და შეგახსენებთ, თუ რამდენად დიდია სამყარო. ახალ სუნამოს ქალბატონები ახალ, მომხიბვლელ მოგზაურობაში მიჰყავს, უფრო შორს, ვიდრე ოდესმე... ანუ მთვარის მიღმა.
მიუხედავად იმისა, რომ ეივონი პროდუქციის ფართო არჩევანს გვთავაზობს, ბრენდისთვის პარფიუმერია არ არის რიგითი კატეგორია - მისი ისტორია სწორედ არომატით დაიწყო, როდესაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ 1886 წელს გაყიდვაში გამოუშვა პირველი პროდუქტი Little Dot Perfume Set და ასე დააარსა კომპანია სახელად California Perfume, რომელიც მრავალი ტრანსფორმაციის შედეგად, დღეს მსოფლიოში 137 წელს ითვლის, ხოლო AVON საქართველოსთვის 2023 წელი საიუბილეო წელია და კომპანიის 15 წლიან წარმატებას აღნიშავს ქართულ ბაზარზე.
![](/mediaMarket-ee/14801/img_7166_unq_f71f2de48f6541458282012fa3490914.jpg)
![](/mediaMarket-ee/14806/img_7224_unq_cf1d4414e45e488099b6c2da212014a3.jpg)
![](/mediaMarket-ee/14797/img_7139_unq_b0d25228be614879bfc28dfa798c5226.jpg)
![](/mediaMarket-ee/14812/img_7292_unq_e030f4e22286408fb2ce07bf0b0e73ef.jpg)
![](/mediaMarket-ee/14821/img_7369_unq_7ac642cef807418895237cec0ebd443a.jpg)
![](/mediaMarket-ee/14820/img_7364_unq_ee5f76736bc14eb6bef901fe34732d3f.jpg)
![](/mediaMarket-ee/14805/img_7215_unq_cea7de035fab4a72bd5a3b78ca2c40dc.jpg)
![](/mediaMarket-ee/14879/img_7981_unq_2432485563eb4a1c8cc3d29d8cdc1e2d.jpg)
![](/mediaMarket-ee/14850/img_7643_unq_0735a5d4a0054deda3fca5ab668c43de.jpg)
![](/mediaMarket-ee/14836/img_7486_unq_a31705995894457fb72dff70e9fc4b76.jpg)
![](/mediaMarket-ee/14824/img_7396_unq_06900cc2e4374704a3c6d7666a8f0b39.jpg)
![](/mediaMarket-ee/14859/img_7725_unq_5c35168990434b4489c07ba182993287.jpg)
![](/mediaMarket-ee/14837/img_7495_unq_327a7231b09d46b79a0348823222a118.jpg)
![](/mediaMarket-ee/14898/img_8099_unq_eb902fd692b140a8a27d2ad291cead47.jpg)
![](/mediaMarket-ee/14870/img_7850_unq_0edeea035cf641c39fd18a91a47e4120.jpg)
![](/mediaMarket-ee/14874/img_7882_unq_e264effb6b05407cbbb0a41fbd931b88.jpg)
![](/mediaMarket-ee/14884/img_8040_unq_edc630c82ab64ebbaf012d414c64626d.jpg)
![](/mediaMarket-ee/14911/img_0606_unq_69a4fab213cc426c89f5722346a13ebe.jpg)