Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

9 ფუნჯი იდეალური აპლიკაციისთვის!

 

სახეზე მაკიაჟის სწორად გამოყენება, ეს ნამდვილი ხელოვნებაა. ალბათ, სოციალურ ქსელებში ბევრჯერ გინახავს "იდეალური გარდასახვა" კოსმეტიკის გამოყენების შემდეგ. მაჯიაჟის პროფესიონალურად გამოყენება ახლა უკვე სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ინტერნეტში არსებობს უამრავი ვიდეო, რომელთა დახმარებითაც შეგიძლია ისწავლო, სცადო და ყოველდღიურ ცხოვრებაში ისარგებლო სწორად გაკეთებული ვიზაჟის უპირატესობებით. 

ზუსტი შედეგის მისაღებად, საჭიროა კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც ექსპერტები გარდასახვისთვის იყენებენ. ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია საშუალებებისთვის სწორი აპლიკატორის შერჩევა. ფუნჯების შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო არა მხოლოდ ზომას, არამედ მის ფორმას, სტრუქტურას და მდგრადობას. 

ცნობილი ფაქტია, რომ თხევად და კრემისებურ საშუალებებს, სჭირდება უფრო მყარი აპლიკატორი, ვიდრე ფხვიერ, პუდრისა და რუჟის ტიპის ანალოგებს. გარდა ამისა, ფხვიერი ტიპის საშუალებების აპლიკატორებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ პუდრისთვის მრგვალი ფორმის, მსუბუქი აპლიკაციაა იდეალური, რუჟის გამოყენებისას, უმჯობესია დახრილი, ასევე რბილი ფუნჯის გამოყენება.

 

გამოიყენე ფუნჯები დანიშნულებისამებრ და ისინი იდეალურად შეასრულებენ თავის როლებს

 

ტონალურის ფუნჯი გამოირჩევა დიდი ზომითა და მდგრადობით. მისი ფუნქციაა მოახდინოს საშუალების თანაბარი, სრული აპლიკაცია. 

▼რუჟის აპლიკატორს განსხვავებული, დახრილი ფორმა აქვს. ის ნაკლებად მდგრადი და მეტად ჰაეროვანია, ვიდრე  ტონალურის ფუნჯი. დახრილი, მსუბუქი აპლიკაცია ამარტივებს რუჟის, ან ჰაილაითერის დატანას და ლოყაზე ერთი ხაზის გავლებით მიიღებ იდეალურ ჩრდილს.

▼თვალის ორმხრივი ფუნჯი მრავალფუნქციურია. მისი ფუნჯის ტიპის მხარე საშუალებას იძლევა დააფიქსირო ჩრდილები, ჰაილაითერი, ან გადაინაწილო ლაინერი. სპონჟის ტიპის მხარე კი დაგეხმარება გაათანაბრო და გაშალო ფერთა პალიტრა სასურველ ნაწილზე.

/301-315/dekoratiuli-kosmetika/aksesuarebi/?pn=1

▼თვალის ჩრდილის აპლიკატორს დახრილი ზედაპირი აქვს - ორმხრივი ფუნჯისგან განსხვავებით. ის განკუთვნილია ჩრდილის გასაშლელად და გასათანაბრებლად. 

▼წარბებისა და წამწამების ჯაგრისი კი მოხერხებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. წვრილი, ახლოს განთავსებული კბილების დახმარებით, მარტივად დაივარცხნი წამწამებსა და წარბებს, მისცემ მათ მიმართულებას ცვილის, ან ფანქრის აპლიკაციამდე.

▼ტუჩსაცხის წასასმელ ფუნჯს აქვს მოძრავი აპლიკატორი, რაც საშუალებას იძლევა დაიტანო ნებისმიერი ფერი ზუსტად, მოახდინო კონტურის კორექტირება.

▼ აქსესუარი თვალის მაკიაჟისთვის გამოიყენება წამწამების ქვედა და ზედა ნაწილის სრულყოფილად შესაღებად. მისი განსხვავებული ფორმის ზედაპირები დაგეხმარება თანაბრად დაიტანო წამწამების ტუში, როგორც ზედა, ისე ქვედა მხარეს

როდესაც გსურს იბრწყინო ვარსკვლავივით და გააოცო გარშემომყოფები შენი ვიზუალით, სახესთან ერთად აუცილებელია ყურადღება მიაქციო სხეულს. დეკორატიული მაკიაჟის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ფრჩხილების მოვლა წარმოადგენს. ჩვენი პროდუქციის დახმარებით შენ უკვე შეგიძლია სახლის პირობებში სალონური მანიკურის გაკეთება. ფრჩხილის თანამედროვე გელ-ლაქისა და საფარველის გამოყენების გარდა, შეგიძლია სწორი ინსტრუმენტების გამოყენებით, ნამდვილი ნეილ-არტის ექსპერტი გახდე.

▼ ფრჩხილის დიზაინისთვის შექმნილი ფუნჯი და დეკორატიული აპლიკატორი დაგეხმარება შექმნა სწორი, იდეალური ხაზები და ორნამენტები

ახლა უკვე, როცა თითოეულ ფუნჯს თავისი დანიშნულება აქვს, შეგიძლია თამამად სცადო მათი გამოყენება და შეადარო მიღებული შედეგი წინანდელს. 

თუ რომელიმე ინსტრუმენტი, ან საშუალება გაკლია - გადახედე ჩვენს დეკორატიული კოსმეტიკის კატეგორიას

{{LoadedProducts[productId].Name}}
{{::LoadedProducts[productId].Name}}
{{::LoadedProducts[productId].MarketingLabel1}}
NEW

{{::(LoadedProducts[productId].SalePrice | currency)}}

No Longer Available

Available Soon

{{LoadedProducts[3323].Name}}
{{::LoadedProducts[3323].Name}}
{{::LoadedProducts[3323].MarketingLabel1}}
NEW

{{::(LoadedProducts[3323].SalePrice | currency)}}

No Longer Available

Available Soon

{{LoadedProducts[10940].Name}}
{{::LoadedProducts[10940].Name}}
{{::LoadedProducts[10940].MarketingLabel1}}
NEW

{{::(LoadedProducts[10940].SalePrice | currency)}}

No Longer Available

Available Soon

{{LoadedProducts[4933].Name}}
{{::LoadedProducts[4933].Name}}
{{::LoadedProducts[4933].MarketingLabel1}}
NEW

{{::(LoadedProducts[4933].SalePrice | currency)}}

No Longer Available

Available Soon

{{LoadedProducts[8687].Name}}
{{::LoadedProducts[8687].Name}}
{{::LoadedProducts[8687].MarketingLabel1}}
NEW

{{::(LoadedProducts[8687].SalePrice | currency)}}

No Longer Available

Available Soon

{{LoadedProducts[8669].Name}}
{{::LoadedProducts[8669].Name}}
{{::LoadedProducts[8669].MarketingLabel1}}
NEW

{{::(LoadedProducts[8669].SalePrice | currency)}}

No Longer Available

Available Soon

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]