Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

AVON საქართველო 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

22 იანვარს, "შერატონში" კომპანიამ გრანდიოზულ ღონისძიებას უმასპინძლა

 

„თითქოს ახალი არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. 15 წელი! დიდი ციფრია! ეს არის დრო, რომელიც ერთად გავატარეთ – დიდი დრო, სხვადასხვა შემადგენლობით, გუნდების მუდმივი ცვლილებით, ახალი ადამიანებით, ბევრი უკვე ტკბილი მოგონებით და ძალიან ბევრი გაკვეთილით დატვირთული 15 წელი. 15 წელია ერთად მოვდივართ. ეს იმაზე მეტი დროა, ვიდრე ვატარებთ სკოლაში, იმაზე 3-ჯერ დიდი დრო, ვიდრე ვატარებთ უნივერსიტეტში“...

ეს სიტყვები წარმოთქვა AVON საქართველოს დირექტორმა, ანა ცხადაძემ მისალმებისას, „ეივონის“ გაყიდვების ნაციონალურ კონფერენციაზე, რომელიც 20 იანვარს „შერატონ მეტეხი პალასში“ აღინიშნა და რომელსაც კომპანიის თანამშრომლები, ბიზნესის პარტნიორები და ბრენდის ინფლუენსერები ესწრებოდნენ.

კონფერენცის ფარგლებში კომპანიის ხელმძღვანელობამ შეაჯამა განვლილი 15 წელი, წარადგინა 2022 წლის გაყიდვების შედეგები და დააჯილდოვა საუკეთესო გაყიდვების მქონე ბიზნეს პარტნიორები. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს ახალ პროდუქტებზე და 2023 წელს დაგეგმილ პროექტებზე, წარადგინეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა და დაანონსეს ახალი საქველმოქმედო პროექტი, რომელსაც „ეივონი“ „გაეროს მოსახლეობის ფონდთან“ ერთად განახორციელებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად.

 

Sophie Barrett

„ჩვენ, „ეივონში“ გვჯერა, რომ სამყარო, რომელიც თანასწორ გარემოს ქმნის ქალებისთვის, უკეთესია ყველასთვის და ალბათ ბუნებრივია რომ „ეივონისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სამუშაო მიმართულება. ეს არის სწორედ ჩვენი ბრენდის არსი 136 წლის მანძილზე მსოფლიოში და 15 წელი საქართველოში. ამდენი წლის არის „ეივონ საქართველო“ და ამდენი ხანია ზრუნავს საქართველოში ქალების კეთილდღეობაზე, ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, არ დავიღლები ამის თქმით, იმიტომ რომ ეს „ეივონია“, ასეთია ეს ბიზნესი და ჩემთვის საამაყოა, რომ სწორედ ასეთი ბიზნესის 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დღეს”, – შეაჯამეს სოციალური პასუხისმგებლობისადმი მიძღვნილ პრეზენტაციაში საქველმოქმედო პროექტის ხელმძღვანელებმა სოფი ბარეტიმ და მარიამ როხვაძემ.

 

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა „ეივონის“ ბრენდ ამბასადორი ირინა ონაშვილი, რომელიც მეორე წელია ეივონთან თანამშრომლობს.

 

„ძალიან დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენთან ერთად ყოფნა. მე პირველად შარშან მქონდა ბედნიერება, თქვენთან ერთად გამეტარებინა ეს დღე, რომელიც ვიცი, რომ თითოეული თქვენგანისთვის არის ძალიან ძვირფასი, ემოციებითა და პოზიტიური ენერგეტიკით დატვირთული და ეს ჩემზეც ყოველთვის გადმოდის. ყველას გილოცავთ „ეივონ საქართველოს“ 15 წლის იუბილეს და შეიძლება ითქვას, მეც უკვე „ეივონელი” ვარ, რადგან ცოტა ხანი არ არის, რაც ამ, მართლაც ძალიან მაგარი და საამაყო კომპანიის წევრი ვარ და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. აგრეთვე, ძალიან დიდი კომფორტია ასეთ მაგარ გუნდთან ერთად ყოფნა”,  – განაცხადა თავის გამოსვლაში ირინა ონაშვილმა, რომელიც „ეივონის“ მარტის კატალოგს დაამშვენებს.

 

ღონისძიების მიმდინარეობისას ათობით თანამშრომელი და ბიზნეს პარტნიორი დაჯილდოვდა საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით, კულმინაციურ ნაწილში კი გამოვლინდა წლის პროგრამის გამარჯვებული და საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი, რომელსაც სხვა საჩუქრებთან ერთად, ავტომობილი „ტოიოტა კოროლა“ გადაეცა.

136 წლის ამერიკული კომპანია 15 წლის წინ შემოვიდა ქართულ ბაზარზე და დღემდე ლიდერულ პოზიციას ინარჩუნებს კოსმეტიკის ინდუსტრიაში. „ეივონ საქართველო“ 2022 წელს ზედიზედ მეოთხედ გახდა „გოლდენ ბრენდის“ მფლობელი. კომპანიის მთავარი ღირებულებები უცვლელი რჩება – მხარი დაუჭიროს ქალების გაძლიერებას, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებასა და კარიერულ განვითარებას.

ღონისძიების ფოტოები

 

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]