Cookie: Our page use cookies. Read more about our cookie policy. Dismiss
დახურვა
კამპანია შეიცვალა, მაგრამ კალათში პროდუქცია დარჩა უცვლელად
კამპანია შეიცვალა, შესაბამისად შეიცვალა პროდუქცია კალათში

ანა ცხადაძის საახალწლო მიმართვა

AVON საქართველოს დირექტორმა მომხმარებლებს და ბიზნეს პარტნიორებს ფეისბუქით მიმართა

 

AVON საქართველოს დირექტორმა ანა ცხადაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განვლილი წლის შემაჯამებელი ტრადიციული მიმართვა გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"2022 წელი განსაკუთრებული იყო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.
ჩვენ მთელი წლის მანძილზე, არცერთი წუთით არ გაგვიჩერებია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისათვის მიძღვნილი კამპანიები, რომელიც წარმატებული „ვარდისფერი ოქტომბრით“ დავაგვირგვინეთ.
სწორედ თქვენი კონტრიბუციით 2022 წლის განმავლობაში ჩვენ შესაძლობლობა მოგვეცა გაგვეგრძელებინა თანამშრომლობა „ევროპა დონა საქართველოსთან“ და უკვე დავსახეთ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები 2023 წლისთვის. მადლობა სიკეთისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის!
მინდა პირველად გავაჟღერო, რომ 2022 წლის დეკემბერში ჩვენ გავხდით გაეროს გლობალური შეთანხმებისა და „UN Women”-ის მიერ დაარსებული „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი კომპანია, რომელიც მოიაზრებს იმ პრინციპების ერთობლიობას, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე და საზოგადოებაში, რაც ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი კომპანიის ძირითად პრინციპებს, ამიტომ უაღრესად მოხარულნი ვართ ამ თანამშრომლობით.
კიდევ ერთი გრანდიოზული სიახლე გახლავთ ის, რომ 2022 წელმა საფუძველი ჩაუყარა “ეივონის” სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი გლობალური მიმართულების - „გენდერული ნიშნით ძალადობის ფონდის“ გააქტიურებას საქართველოში, ისე როგორც აქამდე არასდროს. ჩვენ სულმოუთქმენლად ველოდებით ახალ 2023 წელს რათა გაგიზიაროთ კონკრეტული სამოქმედო გეგმები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად.
წარმოუდგენელია არ აღვნიშნოთ ჩვენი მთავარი სიამაყე - პროდუქტი - და ჩვენი წარმატებები პროდუქციის კატალოგში, რომელიც 2022 წელს უამრავი სიახლითა და ინოვაციით გამოირჩეოდა.
2022 წელს ჩვენ განვაახლეთ ყველასთვის საყვარელი საკულტო პროდუქტები და შევქმენით ახალი ინოვაციური ფორმულები.
გავზარდეთ ევროპული წარმოება და შესაბამისად გავაუმჯობესეთ ხარისხი.
ახალი არომატების გარდა მთელი წლის მანძილზე, ჩვენ ოქტომბერში წარმოგიდგინეთ Anew-ს ორმაგი კოლაგენის კრემი, დაპატენტებული Protinol™-ის შემცველობით. სწორედ 2022 წელს ამავე პროტინოლით დამზადებული თვალის კრემი გახდა „Woman and Home Clever Skincare Awards 2022“ ჯილდოს მფლობელი, ხოლო სახის გამწმენდი „Distillery”-ს ხაზიდან გახდა ოქროს ჯილდოს მფლობელი „2022 Global Green Beauty Awards“ დაჯილდოვებაზე, რითაც ვიზეიმეთ ჩვენი კომპანიის სვლა პროდუქტის წარმოებისა და შეფუთვის პლანეტისთვის უვნებელი გზებით განხორციელებისკენ.
2022 წელს ჩვენ პირველად განვახორციელეთ სრულმასშტაბიანი თანამშრომლობა ადგილობრივ ამბასადორთან და გვინდა გითხრათ, რომ ჩვენი და უძვირფასესი ირინა ონაშვილის თანამშრომლობა აღმოჩნა უფრო მეტი ვიდრე წარმატებული, უფრო მეტი ვიდრე შთამბეჭდავი. ჩვენთვის ყველაზე მეტად საამაყოა, როდესაც ჩვენს პროდუქტს წარმოადგენს ასეთი ლამაზი, ძლიერი, წარმატებული და ჭკვიანი ქალი და რა თქმა უნდა არ დავაყოვნებ სიხარულით გაცნობოთ „ეივონისა“ და ირინა ონაშვილის თანამშრომლობა 2023 წელსაც, რომელიც პირობას ვდებთ იქნება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კიდევ უფრო საინტერესო!
სწორედ 2022 წელს გავაძლიერეთ ბიზნეს პარტნიორების საკონპენსაციო მოდელი! თითოეული მათგანის ფინანსური სტაბილურობა არის ჩვენი გუნდის #1 პრიორიტეტი
ვიმოგზაურეთ ულამაზეს სტამბოლში, დაუვიწყარია იქ გატარებული დღეები თითოეული გამარჯვებულისთვის
ჩვენს ძვირფას წარმომადგენლებს კი შევთავაზეთ ახალი ბიზნეს მოდელი, სადაც ასევე გაზრდილია მათი შემოსავლები!
მადლობა თითოეულ მომხმარებელს არჩევანისთვის!
მადლობა საოცარ, უმაგრეს გაყიდვების გუნდს! თქვენ სასწაულების ჩადენა შეგიძლიათ!
მადლობა თითოეულ თანამშრომელს, თქვენს გარეშე ეს ყველაფერი შეიძლებელი იქნებოდა!."

გაუზიარე მეგობრებს

სხვა სტატიები

{{::article.Title}}
{{::article.Title}}

{{UI.LoadingMessage}}
[View|Representative_Attach_Not_Available]